1 წლის და 1 თვის წინ
კანსელოს გვარი “ბარსელონას” დაუკავშირეს! - უახლესი ცნობები
კანსელოს გვარი “ბარსელონას” დაუკავშირეს! - უახლესი ცნობები

როგორც მოგეხსენებათ, 28 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი, ჟოაო კანსელო 6 თვიანი იჯარით მიუნხენის “ბაიერნს” შეუერთდა.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იანვარში “ბარსელონას” კანსელოს შეძენა სურდა, თუმცა კატალონიურმა გუნდმა პორტუგალიელი ვარსკვლავის დამატება Fair Play-ის წესის გამო ვერ შეძლო.

ამავე წყაროს ცნობით, “მანჩესტერ სიტი” და “ბაიერნი” გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებენ.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დღეს ხორხე მენდეშსა და ჟოან ლაპორტას შორის კომუნიკაცია შედგა, რაც “ბარსელონას” რაღაც შანსებს უჩენს.


Facebook კომენტარები