1 წლის და 1 თვის წინ
რა ელის ანსუ ფატის - 2 ვარიანტი
რა ელის ანსუ ფატის - 2 ვარიანტი

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, ანსუ ფატის მომავალი "ბარსელონას" ხელმძღვანელობაში უთანხმოების საგანია.

ერთი მხარე 20 წლის თავდამსხმელის გაყიდვის მომხრეა, მეორეს კი მისი იჯარით გაშვება სურს.

როგორც ჩანს, ფატის ზაფხულში წასვლა გადაწყვეტილია, რადგან მისი "ბლაუგრანაში" დარჩენის შესაძლებობა არ განიხილება.

ჩავის თავდამსხმელთა სიაში ახლა ანსუ უკანასკნელია. სასტარტო შემადგენლობისთვის ბრძოლაში იგი რობერტ ლევანდოვსკის, უსმან დემბელეს, რაფინიასა და ფერან ტორესსაც კი ჩამორჩება.

მიმდინარე სეზონში ფატის მონაგარი 6 გოლი და 3 ასისტია.


Facebook კომენტარები