"ნაპოლი" მადაზე მოვიდა - რუისის ფასი კვლავ გაიზარდა

"ნაპოლი" მადაზე მოვიდა - რუისის ფასი კვლავ გაიზარდა

იტალიური "ნაპოლის" ახალგაზრდა ნახევარმცველს, ფაბიან რუისს დიდი ხანია, რაც მსოფლიო ფეხბურთის გრანდებს - "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" უკავშირებენ.

ორიოდ თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონაკრიზისის გამო ნეაპოლიტანელები ვარსკვლავს 60 მილიონ ევროდ შეელეოდნენ.

ახლა კი Mundo Deportivo-მ გვამცნო, რომ ფაბიანის ფასი 100 მილიონი ევრო გახდა.

ეს კი ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ რუისისთვის ბრძოლას "ბარსელონა" გამოეთიშა, რადგან კატალონიელებს, მათი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მოთამაშეებში ასტრონომიული თანხის გადახდა რთულად თუ შეუძლიათ.

თანაც ესპანელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სატრანსფერო პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

2019/20 წლების სეზონში მან "ნაპოლის" მაისურით სულ 32 მატჩი ჩაატარა. გუნდს იგი 3 გოლითა და 2 ასისტით შეეწია.


5 თვის წინ
445 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ Mybarca.ge-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 6
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ