Mundo Deportivo: კოუტინიოს გაყიდვა ვერ ხერხდება - ვითარება გართულდა

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონასა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ კოპა ამერიკის 2019 წლის გათამაშება უმაღლეს დონეზე ჩაატარა, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" მაინც გადაწყვეტილი აქვთ მისი გაყიდვა. "ბლაუგრანას" უკვე დიდი ხანია სურს ფელიპესთან გამომშვიდობება, თუმცა ეს ერთი, მეტად მარტივი მიზეზის გამო ვერ ხერხდება.
ცნობილი კატალონიური გამოცემა, Mundo Deportivo იტყობინება, რომ კოუტინიოს აგენტს, კია ჟოორაბჰიანს ჯერ ერთი შეთავაზებაც კი არ მიუღია თავისი კლიენტის თაობაზე. იგივე ითქმის თავად "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობაზე. აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგურ გუნდებს ტრანსფერების განხორციელება მხოლოდ 8 აგვისტომდე შეუძლიათ, ამიტომ "ლივერპულს", ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს", თუ ფელიპეს გადმობირება სწადიათ, აჩქარება მოუწევთ.
ამ ყველაფრის ფონზე, კოუტინიოს სამომავლო ნავსაყუდლის ერთადერთ რეალურ ვარიანტად "პარი სენ ჟერმენი" რჩება, რომლის სპორტულ დირექტორსაც თავისი თანამემამულის "პარკ დე პრანსზე" ხილვა ნამდვილად გაუხარდება. არაა გამორიცხული, რომ ფელიპე ნეიმარის საგაში ჩართულიც აღმოჩნდეს.

შემოუერთდით "ბარსელონას" ქართველი ფანების ჯგუფს -> დააჭირე აქ
კომენტარები 1