"ბარსელონამ" უნდა იჩქაროს - პრემიერ ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა იხურება

image
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ხელმძღვანელობას 3 ფეხბურთელი ჰყავს შეგულებული, რომლებსაც ამ სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად უნდა გამოემშვიდობოს - ივან რაკიტიჩი, რაფინია ალკანტარა და ფილიპე კოუტინიო. ამ სამეულიდან ორ ფეხბურთელს პრემიერლიგურ გუნდებს აქტიურად უკავშირებენ, ამიტომ "ბლაუგრანამ" უნდა იჩქაროს. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის კლუბებს მოთამაშეთა შეძენა 8 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, ვითარება ნამდვილად გართულებულია.

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ივანით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული. ევროპული გამოცემები იუწყებიან, რომ "ემიუ" პოლ პოგბას "რეალში" გადაბარგების შემთხვევაში, მთელ ფსონს სწორედ ხორვატ შუახაზელზე ჩამოვა. "ლურჯ-ბროწეულისფერები" რაკიტიჩს 100 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც საქმეს აშკარად აძნელებს.

თავის მხრივ, კოუტინიოს ერთბაშად რამდენიმე პრემიერლიგურ გუნდში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. გაიჟღერა "ჩელსის", "ლივერპულის", "მანჩესტერ იუნაიტედის" და "არსენალის" სახელებმა. საგულისხმოა, რომ "არისტოკრატებს" სატრანსფერო ბანი ადევთ, ხოლო "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას თავად ფელიპე უარობს, თავისი ძველი გრძნობების გამო მერსესაიდული გრანდის მიმართ.

ამ სამეულიდან რაფინია ერთადერთია, რომელიც დიდი ალბათობით, ლა ლიგაშივე გააგრძელებს კარიერას, თუმცა წარსულში, მისათაც გახლდათ ინგლისის უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბი მოხიბლული. დღეის მდგომარეობით, ალკანტარა ცალი ფეხით "ვალენსიაში" იყო გადასული, თუმცა "ღამურების" ფინანსურმა პრობლემებმა ეს ტრანსფერი დააყოვნა.



შემოუერთდით "ბარსელონას" ქართველი ფანების ჯგუფს -> დააჭირე აქ
шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ

კომენტარები 2

  1. Sophia
    Sophia 7 აგვისტო 2019 01:22
    На нашем сайте вы можете найти все про детская стоматология красногорский бульвар
  2. kortoxa23 6 აგვისტო 2019 17:29
    აქედან რაფინია უეჭველი უნდა გაიიდოს და რაკიტიჩიც. მესმის რო სკამზე იდეალური იქნბა მაგრამ ვალიკი მას სკამზე არ დასვავს ამ ლოგიკისდაგამო მირჩევნია წავიდეს და ძირითადში დრო მიეხევ არტურ მელოს დეიონგსა და ბუსკეცს. სკამზე კი კოუტინიო ვიდალი პუიგი ალენია და რობერტო იქნებიან
    --------------------
    მესსი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ხავი ერნანდესი)
რეკლამა
-->
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:მესი,სუარესი,დემბელე

რეკლამა
-->
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image