ნეიმარი "ბარსელონას" ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა

image
როგორც მოგეხსენებათ, "პარის სენ ჟერმენის" ბრაზილიელი მეგავარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის სატრანსფერო საგა ჩვეული ინტენსივობით გრძელდება. ყველაზე აქტიურად ვრცელდება ცნობები, რომელთა თანახმადაც, "ბარსელონა" 27 წლის გარემარბს იჯარით დაიმატებს და მომავალ ზაფხულს მოახერხებს მის გამოსყიდვას. ამასთან დაკავშირებით Cadena Cer იტყობინება ერთ სიახლეს, რომელსაც ძალუძს ყველაფრის დაჩქარება.

ესპანური წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს ლონდონის "ტოტენჰემში" განათხოვრება, ნეის "კამპ ნოუზე" დასაბრუნებელ კარს გაუხსნის. შეგახსენებთ, რომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული, კოპა ამერიკის ჩემპიონს "მამლებს" განუწყვეტლივ უკავშირებენ. ავტორიტეტარულმა გამოცემამ, Sky Sports-მა "დეზების" თავკაცის, მაურისიო პოჩეტინოსა და ფელიპეს სატელეფონო ზარის შესახებაც ამცნო საზოგადოებას.


შემოუერთდით "ბარსელონას" ქართველი ფანების ჯგუფს -> დააჭირე აქ
шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა
-->
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:მესი,სუარესი,დემბელე

რეკლამა
-->
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image