"რეალის" საოცარი წინადადება "პსჟ-ს" - ნეიმარისთვის ბრძოლა იძაბება

image
როგორც მოგეხსენებათ, "პარის სენ ჟერმენის" ბრაზილიელი მეგავარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ნათელია, რომ 27 წლის გარემარბს "პარკ დე ფრანსზე" დარჩენა აღარ სურს, თუმცა პარიზელთა ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ჩქარობს. აღსანიშნავია, რომ "ბარსელონასთან" ერთად, ნეისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში მადრიდის "რეალიც" ჩაება.

ცნობილი ესპანური გამოცემა, Sport იტყობინება, რომ "სამეფო კლუბმა" ფრანგებს ასეთი შეთავაზება გაუკეთა - ლუკა მოდრიჩი + 120 მილიონი ევრო ნეიმარის სანაცვლოდ. წყაროს თანახმად, "თეთრების" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი უკვე დაუკავშირდა მოთამაშის გარემოცვას. მადრიდელთა მმართველი აპირებს, რომ ბრაზილიელს 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

ასეა თუ ისე, "ლურჯ-ბროწეულისფერები" დარწმუნებულნი არიან, რომ ნეიმარს მხოლოდ კატალონიაში დაბრუნება სურს, ამიტომ "ბლაუგრანა" სიმშვიდეს არ კარგავს.
шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა
-->
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:მესი,სუარესი,დემბელე

რეკლამა
-->
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image