ნეიმარი ორმაგ თამაშს თამაშობს - რას აპირებს ბრაზილიელი

image
"პარის სენ ჟერმენის" ბრაზილიელი მეგავარსკვლავი, ნეიმარ ჟუნიორი ისევ დიდ სატრანსფერო საგაშია გახვეული. გარკვეული მხოლოდ ის გახლავთ, რომ სამხრეთ ამერიკელ თავდამსხმელს აღარ სურს პარიზში თამაში, თუმცა რამდენად აუხდება მას საფრანგეთის დატოვების წადილი, ჯერჯერობით უცნობია. Sport-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ნეის შემდგომი ზრახვების შესახებ გვაწვდის ცნობებს.

წყაროს თანახმად, 27 წლის გარემარბს კატალონიაში დაბრუნება მართლაც უნდა, თუმცა იგი უკვე ჩართულია "რეალთან" მოლაპარაკებებშიც. ნეიმარისთვის პრიორიტეტი ბურთის კვლავ "ნოუ კამპის" საფარზე გორებაა, თუმცა თუ "ლურჯ-ბროწეულისფერები" კოუტინიოს არ გამოემშვიდობებიან, "პსჟ-ს" ათიანს მოვლენების განვითარების ასეთი სცენარი არარეალურად მიაჩნია.

ესპანური გამოცემა იმასაც იწერება, რომ ნეიმარს ყველაფრის დასრულება ამ კვირაშივე სურს.
шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა
-->
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:მესი,სუარესი,დემბელე

რეკლამა
-->
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image