1 წლის და 1 თვის წინ
ფერანს ლეგენდის შედეგის გამეორება შეუძლია
ფერანს ლეგენდის შედეგის გამეორება შეუძლია

"ბარსელონას" ესპანელ თავდამსხმელს, ფერან ტორესს დღეს საკმაოდ საინტერესო მაჩვენებლის დაფიქსირების შანსი აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ 23 წლის ფორვარდი დღეს მადრიდის "რეალის" კარს აიღებს, იგი გახდება "ბლაუგრანას" მეორე ფეხბურთელი, რომელიც ლა ლიგის ეგიდით გამართულ ზედიზედ სამ მატჩში გაიტანს გოლს.

აქამდე ეს მხოლოდ ლეგენდარულ სამუელ ეტო'ოს აქვს გაკეთებული.

შეგახსენებთ, რომ ტორესმა "რეალს" ჯერ გასული წლის 21 მარტს გაუტანა, მატჩში, რომელიც "ბარსამ" ანგარიშით 4:0 მოიგო, შემდეგ კი ორბურთიანი სხვაობით წაგებულ "კლასიკოში" (3:1, 16 ოქტომბერი) შეაგდო.

მართალია, ფერანს დღეს სასტარტო შემადგენლობაში არ ელოდებიან, მაგრა თავის გამოჩენის შანსი მას მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შესვლის ექნება.


Facebook კომენტარები