ნეიმარის შეტყობინება ზიდანს - ინსტაგრამზე დადებულმა ფოტომ ჭორები გაამძაფრა

image
როგორც მოგეხსენებათ, "პარის სენ ჟერმენის" ბრაზილიელი მეგავარსკვლავისთვის, ნეიმარ ჟუნიორისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში ორად ორი გუნდი, "ბარსელონა" და მადრიდის "რეალია" ჩართული. სხვადასხვა გამოცემების ცნობით, "სამეფო კლუბმა" უკვე მოახერხა ამ ორთაბრძოლაში დაწინაურება და 27 წლის ფლანგელი "სანტიაგო ბერნაბეუს" უფრო და უფრო უახლოვდება.

"პსჟ-ს" ათიანის მიერ ინსტაგრამზე დადებულმა ფოტომ მოარული ჭორები გაამძაფრა. ნეიმ თავის კედელზე გადააზიარა ფოტო, რომელიც ბრაზილიელმა ფუტზალისტმა, ფალკაომ ატვირთა. სურათზე გამოსახულია 2012 წელს გამართული, ამხანაგური შეხვედრა, რომელიც ზინედინ ზიდანისა და რონალდო ლუის ნაზარიოს გუნდების ჯახით შედგა. აღნიშნული დაპირისპირება გაეროს განვითარების ფონდისთვის თანხის შესაგროვებლად გაიმართა.

იმ ფაქტმა, რომ ნეიმარმა ამ სატრანსფერო ციებ-ცხელების დროს "ბლანკოსის" ამჟამინდელ თავკაცთან გადაღებული ფოტო ატვირთვა, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.


იხილეთ ფოტო:


ნეიმარის შეტყობინება ზიდანს - ინსტაგრამზე დადებულმა ფოტომ ჭორები გაამძაფრა


შემოუერთდით "ბარსელონას" ქართველი ფანების ჯგუფს -> დააჭირე აქ
шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ

კომენტარები 1

  1. MARI=BARCA-fan 9 აგვისტო 2019 13:21
    კისერიც უტეხია, სადაც უნდა იქ წავიდეს, ოღონდ მალე წავიდეს რომ ყურებმა დაისვენოს ერთი და იგივე ინფორმაციისგან!
    მერე რაა, წავა რეალში და შევხვდებით კლასიკოებში "დიდი სიყვარულით" !!! smile
რეკლამა
-->
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:მესი,სუარესი,დემბელე

რეკლამა
-->
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image