პრემიერ ლიგის კარი დაიხურა - კოუტინიოს კიდევ 4 ვარიანტი აქვს

image
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ხელმძღვანელობას უკვე დიდი ხანია რაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ბრაზილიელ შემტევ ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს უნდა გამოემშვიდობოს. კოპა ამერიკის მოქმედ ჩემპიონს პრემიერლიგიდან ერთბაშად ოთხ გუნდს უკავშირებდნენ, თუმცა ინგლისური კლუბებისთვის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, ამიტომ ფელიპე წელს "ნისლიან ალბიონზე" ვეღარ გადაბარგდება.

ცნობილი ბრიტანული ტაბლოიდი, Mirror იტყობინება, რომ კოუს კიდევ 4 ვარიანტი აქვს კარიერის სხვა კლუბებში გასაგრძელებლად. ყველაზე რეალურად "პარის სენ ჟერმენის" ვერსია მოჩანს. შეგახსენებთ, რომ RAC1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზელები ნეიმარის სანაცვლოდ კოუტინიო+სემედუ+თანხას ითხოვენ. ერთადერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი ის გახლავთ, რომ "ბლაუგრანას" არ სურს პორტუგალიელ ფლანგელთან გამომშვიდობება.

უკან, იტალიაში დაბრუნებაც შეიძლება იქნას განხილული. ცნობები გვაუწყებენ, რომ 27 წლის ჰავბეკით ტურინის "იუვენტუსი" და მილანის "ინტერი" ერთდროულად ინტერესდებიან. აღსანიშნავია, რომ 2010-დან 2013 წლამდე ფელიპე სწორედ "ნერაძურის" რიგებში ასპარეზობდა.

მეოთხე კანდიდატურად კი მიუნჰენის "ბაიერნი" ისახება, რომელიც სრულიად მოულოდნელად ჩაერთო ამ საგაში. ბუნებრიია, რომ რიბერი-რობენის წასვლის შემდეგ, "რეკორდმაისტერი" შეტევითი პოტენციალის გაზრდას ცდილობს და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ კოუტინიო ამისთვის დიდებული ვარიანტია.


შემოუერთდით "ბარსელონას" ქართველი ფანების ჯგუფს -> დააჭირე აქ
шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა
-->
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:მესი,სუარესი,დემბელე

რეკლამა
-->
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image