"რეალის" საოცარი შეთავაზება ნეიმარს - "ბარსელონა" ბრძოლას აგებს

image
როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ ხანებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, "პარის სენ ჟერმენის" ბრაზილიელი მეგავარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში მადრიდის "რეალი" დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ 27 წლის გარემარბს "ბარსელონა" მიაჩნდა პრიორიტეტად, არაა გამორიცხული, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ამაო მცდელობებმა ნეის აზრი შეაცვლევინოს.

ცნობილი ესპანური გამოცემა, Sport იტყობინება, რომ "ბლანკოსი" ნეიმარს წლიურ 40 მილიონიან ანაზღაურებას შესთავაზებს. გარდა იმისა, რომ ეს ახალგაზრდა ფორვარდის ამჟამინდელ ხელფასზე მეტიცაა, "სამეფო კლუბში" გადასვლა პარიზელთა ათიანს მსოფლიოს მეორე ყველაზე ანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს, რა თქმა უნდა, ლიონელ მესის შემდეგ.

წყარო გვამცნობს, რომ "პსჟ-სა" და "ბლაუგრანას" შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, მადრიდულ გრანდს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების გაცილებით დიდი შანსი აქვს.
шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა
-->
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:მესი,სუარესი,დემბელე

რეკლამა
-->
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image