"პსჟ-სა" და "ბარსელონას" პირველი შეხვედრა შედგა - დეტალები

image
როგორც მოგეხსენებათ, დღეს, გამთენიისას "ბარსელონას" ხელმძღვანელობის ორი, საკმაოდ მნიშვნელოვანი წევრი, ერიკ აბიდალი და ხავიერ ბორდალასი პარიზში გაემგზავრა, რათა "პარის სენ ჟერმენის" წარმომადგენლებს შეხვედროდა ბრაზილიელი მეგავარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის ტრანსფერის თაობაზე. SoccerLink გვთავაზობს შეხვედრის დეტალებს.

წყაროს თანახმად, საუბარი მშვიდ ტონში მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი "ბლაუგრანასთვის" იმდენად კარგად დასრულდა, რომ გარიგების წარმატებით დასრულების საკმაოდ დიდი შანსი არსებობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიელებმა ლიგა ერთის მოქმედ ჩემპიონებს კოუტინიო+რაკიტიჩი+100 მილიონი შესთავაზეს. მიუხედავად იმისა, რომ "პსჟ-ს" მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს გაცვლაში უსმან დემბელეს ჩართვა სურს, "ბარსა" ამაზე უარს აცხადებს.

აღსანიშნავია, რომ "პარის სენ ჟერმენის" სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს ხორვატი ნახევარმცველი ძალიან მოსწონს, რამაც ტრანსფერის გაჩარხვაში შეიძლება დიდი როლი ითამაშოს.
шаблоны для dle 11.2


კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:დემბელე, უმტიტი, ალბა,
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image