რა როლი აქვთ "ბარსას" ფეხბურთელებს ნეიმარის ტრანსფერში

image
ცნობილი ესპანური გამოცემა, Sport იტყობინება, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელები აქტიურად მოუწოდებენ "პარის სენ ჟერმენის" ბრაზილიელ მეგავარსკვლავს, ნეიმარ ჟუნიორს, რომ თავის პოზიცია ნათლად დააფიქსიროს და "კამპ ნოუზე" დაბრუნების სურვილი გამოხატოს.

ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ცენტრალური მცველის, ხერარდ პიკეს განცხადება მოვიყვანოთ. გასულ კვირას გამოცდილმა უკანახაზელმა ნეის აქტიურ ქმედებაზე გადასვლა მოსთხოვა.

"ნეიმარი უნდა იყოს ის, ვინც ილაპარაკებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მასთან კონტაქტი, მაგრამ პირადი საუბრების გასაჯაროება არ იქნება მართებული. თუ ნეის რაიმეს თქმა სურს, უნდა გამოვიდეს და ყველაფერს ნათელი მოჰფინოს. მოედანზე და მის მიღმაც ბრაზილიელი ვარსკვლავია და ყველანი ველოდებით თუ რა მოხდება. მეტს ვერაფერს გეტყვით." - ციტირებს ხერარდის სიტყვებს ESPN.шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა
-->
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:მესი,სუარესი,დემბელე

რეკლამა
-->
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image