Sport: ნეიმარის იჯარით დამატებას "სანტოსიც" ცდილობდა

image
"პარის სენ ჟერმენის" ბრაზილიელი მეგავარსკვლავი, ნეიმარ ჟუნიორი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის მთავარი გმირია. გარდა იმისა, რომ 27 წლის გარემარბისთვის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" გაცხარებულ ბრძოლაში არიან ჩაბმულნი, როგორც ჩანს, მისით კიდევ ერთი გუნდი გახლდათ დაინტერესებული, რაც მიმდინარე ზაფხულის ყველაზე უცნაურ ისტორიად შეიძლება ჩათვალოს.

მოგეხსენებათ, რომ ნეი კარიერის საწყის ეტაპებს ბრაზილიურ "სანტოსში" გადიოდა. ამ კლუბის პრეზიდენტმა, ხოსე კარლოს პერესმა განაცხადა, რომ ბრაზილიურმა გრანდმა პარიზელებს მეტად საინტერესო შეთავაზება გაუკეთა, რომელიც ნეიმარის ექვსთვიან იჯარას მოიცავდა.

"შესაძლებლობა ნამდვილად იყო. რა თქმა უნდა, ეს რთული გახლდათ, მაგრამ ცდად ღირდა. გვინდოდა, რომ ნეი დეკემბრამდე გვენათხოვრა, თუმცა მისი აგენტის გარემოცვასთან გასაუბრების შემდეგ, მივხვდით, რომ ამის რეალური შანსი არ არსებობდა." - განაცხადა პერესმა.


შემოუერთდით "ბარსელონას" ქართველი ფანების ჯგუფს -> დააჭირე აქ
шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა
-->
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:მესი,სუარესი,დემბელე

რეკლამა
-->
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image