შესაძლოა "ბარსელონამ" ნეიმარი აღარ შეიძინოს

image
როგორც მოგეხსენებათ, "პარის სენ ჟერმენის" ბრაზილიელი მეგავარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება. "ბარსელონას'' წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს აქტიური მოლაპარაკებები "პსჟ-ს" უფროსობასთან. მიუხედავად ამისა, Paris united ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს.

წყაროს თანახმად, არაა გამორიცხული, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" 27 წლის გარემარბის შეძენაზე უარი თქვან. როგორც ჩანს, "ბლაუგრანას" შეფობას აწუხებს ის ფაქტი თუ რაოდენაა ნეი ტრავმებისაკენ მიდრეკილი. თუ გამოცემას ვენდობით, ბრაზილიელის ყველაზე პრობლემატური ადგილი მარცხენა კოჭია, რომელზეც დაზიანებებს ხშირად იღებს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ კატალონიელებმა რამდენიმე ექიმს სთხოვეს რჩევა ამ ყოველივეს თაობაზე. "ასულგრანა" დაუკავშირდა ცნობილ ქირურგ რამონ სუგატს, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში სწორედ ნეიმარის ტრავმას მკურნალობდა.

ცნობისთვის, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, ანუ Paris United-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია დასკვნების გამოტანის საშუალებას არ გვაძლევს. (ეს სტატია დაწერილია იმიტომ, რომ Mybarca-ს მკითხველმა მიიღოს ნებისმიერი წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით)


შემოუერთდით "ბარსელონას" ქართველი ფანების ჯგუფს -> დააჭირე აქ
шаблоны для dle 11.2


კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ

კომენტარები 1

  1. SHOTAMESSI10
    SHOTAMESSI10 14 აგვისტო 2019 17:00
    არც არის ნეიმარი საჭირო
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:დემბელე, უმტიტი, ალბა,
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image