6 თვის და 4 კვირის წინ

ცნობილია: ითამაშებს თუ არა იამალი "ატლეტიკოსთან"

ავტორი
Aa
ლამინ იამალი მადრიდის "ატლეტიკოსთან" ვერ ითამაშებს, - იუწყება RAC1.
17 წლის შემტევს პრობლემა ისევ კოჭის არეში აქვს. ამ დაზიანებამ ესპანელ ვარსკვლავს 3 შეხვედრა გამოატოვებინა, ახლა კი ლა ლიგის საჩემპიონო რბოლის ერთ-ერთ გადამწყვეტ ჯახსაც გამოაკლებს.
დღეს დილას იამალს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, რომლის პასუხები ასევე მალე იქნება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ლამინმა ტკივილი "ლეგანესთან" წაგებული შეხვედრის პირველ ტაიმში იგრძნო. მიუხედავად ამისა, მან მოედანზე 75 წუთი გაატარა.
"ატლეტიკოს" კატალონიელები შინ 21 დეკემბერს, თბილისის დროით 23:59 საათიდან მიიღებენ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 საათის და 42 წუთის წინ

ლამინე იამალმა ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
1 დღის წინ

მესის ბოლო ცეკვა ბარსელონას მაისურით? - კლუბის ძალიან მაგარი გეგმა
2 დღის წინ

17 წლის იამალი VS 17 წლის მესი - რომელ უკეთ თამაშობს ფეხბურთს
2 დღის წინ

ფლიკი ტერ შტეგენს გუნდიდან ვერ უშვებს - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში