1 წლის და 1 თვის წინ
"კლასიკო" ისევ პედრის გარეშე - ტრავმის რეციდივი სახეზეა
"კლასიკო" ისევ პედრის გარეშე - ტრავმის რეციდივი სახეზეა

Catalunya Radio იტყობინება, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველს, პედრი გონსალესს ტრავმის რეციდივი აღენიშნება. 20 წლის ვარსკვლავი გუნდს კიდევ 3-4 კვირით გამოაკლდა.

მაშასადამე, პედრი გამოტოვებს 5 აპრილს გასამართ "ელ კლასიკოს", რომელმაც კოპა დელ რეის 2022/2023 წლების სეზონის ფინალისტი უნდა გამოავლინოს.

არადა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რვიანს მონაწილეობა ჯერ კიდევ 19 მარტს ჩატარებულ "კლასიკოში" უნდა მიეღო. იგი გუნდთან ერთად ვარჯიშსაც დაუბრუნდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბოლომდე მზად ჯერ კიდევ არ ყოფილა.

ახალგაზრდა ნახევარმცველი ბოლოს მოედანზე 16 თებერვალს, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ვნახეთ.

მიმდინარე სეზონში პედრის მონაგარი 7 გოლს შეადგენს.


Facebook კომენტარები