logo

ვინ შეიძლება შეცვალოს კიკე სეტიენი - 5 ვარიანტი

ვინ შეიძლება შეცვალოს კიკე სეტიენი - 5 ვარიანტი

კიკე სეტიენი ერთეულთაგან იოჰან კრუიფის ფილოსოფიის მატარებელ მწვრთნელად იყო შერაცხული. "მფრინავი ჰოლანდიელის" შვილმა, ჟორდიმ მას საუკეთესო კრუიფისტას ჯილდოც კი გადასცა.

ამის გამო, "ბარსელონაში" კიკეს დანიშვნას ქომაგთა რაღაც ნაწილი სიხარულით შეხვდა, რადგან ეგონათ, რომ ის ტიკი-ტაკას დააბრუნებდა და "ბარსა" თამაშს ძველებურად დაიწყებდა, თუმცა, როგორც ვხედავთ, მათი იმედები არ გამართლდა.

გამორიცხული არაა, ზედიზედ ამდენი უსახური თამაშის შემდეგ "ბლაუგრანამ" სეტიენი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლოს. 

ლა ლიგისთვის ბრძოლა ძალიან რთული იქნება, თუმცა ჩემპიონთა ლიგის განახლებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, ამიტომ ნორმალურ სპეციალისტს მანამდე სიტუაციის გამოსწორება შეუძლია.

გთავაზობთ 5 კანდიდატს, რომელმაც სეზონის დარჩენილ ნაწილში, შესაძლოა, "ბარსელონას" მესაჭის როლი ჩაიბაროს.

1. ჩავი ერნანდესი

პირველ კანდიდატად კვლავ "მაესტრო" უნდა განვიხილოთ. "ბარსა" მის მოყვანას ზამთარშივე ცდილობდა, თუმცა ესპანელისგან უარი მიიღო, თუმცა მისი ოცნება რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გაწვრთნაა, ყველას კარგად მოეხსენება. საინტერესოა, იკისრებს თუ არა ჩავი ასეთ რთულ სიტუაციაში "ბლაუგრანას" ხსნას.

2. მასიმილიანო ალეგრი

ერნესტო ვალვედეს შემცვლელად ზამთარში იტალიელი სპეციალისტიც მოიაზრებოდა. ახლა ის უმუშევარია და, ვინ იცის, "ბარსელონა" მას კიდევ დაუკავშირდეს.

3. ერიკ ტენ ჰაგი

ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელი კრუიფისა და გვარდიოლას ფილოსოფიას ყველაზე კარგად აგრძელებს. ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებული "აიაქსი" მისი ხელმძღვანელობით ზღაპრულ ფეხბურთს თამაშობს. დიდ ხანია, "ბარსელონას" მისი დანიშვნა სურს. თუ კლუბი კიკე სეტიენის გაშვებას გადაწყვეტს, ტენ ჰაგის ვარიანტს აუცილებლად მიუბრუნდება.

4. პეპ გვარდიოლა

პეპის "სიტის" ჩემპიონთა ლიგაზე ორწლიანი ბანი ადევს. "ქალაქელებმა" უეფაში სარჩელი შეიტანეს და, ჯერ-ჯერობით უცნობია, დაკმაყოფილდება თუ არა ის. უეფას უარის შემთხვევაში, გვარდიოლას წასვლის შანსები კიდევ უფრო გაიზრდება, "ბარსელონა" კი, რა თქმა უნდა, ჩასაფრებული იქნება.

5. რონალდ კუმანი

კატალონიურ კლუბს კუმანის დანიშცვნა ჯერ კიდევ მისი "ევერტონში" მუშაობის პერიოდიდან სურს, თუმცა მან ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს მიაშურა. რონალდი "ბარსაში" მუშაობის სურვილს არ მალავს, თუმცა აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონატამდე, რომელის 2021 წელს გაიმართება, ნაკრებს არ ტავოვებს. ნებისმიერ შემთხვევაში "ბარსა" კუმანის დარწმუნებას ეცდება.

როგორც ვხედავთ, ბევრი კარგი სპეციალისტია, რომელსაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თამაშის გამოსწორება და გუნდში არსებული ვითარების დალაგება შეუძლია. კარგი იქნება, "ბარსამ" რომელიმე მათგანის დაყოლიება შეძლოს.


1 თვის წინ
4155 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 588
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი