logo

ბართომეუს 5 ყველაზე სულელური გადაწყვეტილება

ბართომეუს 5 ყველაზე სულელური გადაწყვეტილება

რადგან ამ სტატიის დაწერის საბაბი მოგვეცა, ესეიგი კლუბში ნამდვილად არ არის კარგი მდგომარეობა.

იმის მაგივრად, რომ ქომაგები პრეზიდენტის სამაგალითო გადაწყვეტილებებზე ბჭობდნენ, მათი ძირითადი განსახილველი საკითხი ისაა, თუ რომელი იყო ბართომეუს ყველაზე სულელური გადაწყვწეტილება.

სასაუბრო, მართლაც, ბევრია, რადგან ბოლო პერიოდში ხოსეპმა არაერთგზის მიქარა.

გთავაზობთ, "ბარსას" პრეზიდენტის 5 ყველაზე სულელურ გადაწყვეტილებას.

1. ერნესტო ვალვერდეს მწრთვნელად დანიშვნა.

არავინ დავობს იმ საკითხზე, რომ ესპანელი თავის საქმის მცოდნეა. ეს მან "ბილბაოშიც" დაამტკიცა. (ერნესტომ "ბარსასაც" კი მოუგო). თუმცა მთავარი პრობლემა არა ვალვერდეს არაპროფესიონალიზმი, არამედ ის არის, თუ რამდენად შეესაბამებოდა ესპანელი მწრთვნელი "ბლაუგრანას" დონეს. პასუხი ერთია - არა. გარდა იმისა, რომ ის არ იყო "ბარსას" დონის სპეციალისტი, გასაკვირი იყო, რომ კრუიფის, კლუივერტის, გვარდიოლასა და ენრიკეს შემდეგ, მწრთვნელად ერნესტო ვალვერდე დაინიშნა, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ სტილს თამაშობდა. 

2. კიკე სეტიენის მწრთვნელად დანიშნვა.

ვალვერდეს ზეობის ბოლო პერიოდში ხელმძღვანელობა ალბათ მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, როცა ის მწრთვნელად დანიშნა. წავიდა საუბარი იმაზე, თუ ვის უნდა ჩაენაცვლებინა ერნესტო. "ბარსას" ქომაგები ჩავის ან სხვა მაღალი დონის სპეციალისტის მოლოდინში იყვნენ, მაშინ როცა ბართომეუმ "ბლაუგრანას" მწრთვნელად "ბეტისის" დაწუნებული კიკე სეტიენი დანიშნა. ამ გადაწყვეტილების შედეგებს კლუბი ახლა იმკის. დაკარგული ჩემპიონობა - ესეც საკმარისია !

3. დანი ალვეშის გაშვება

"ბარსას" ისტორიაში საუკეთესო მარჯვენა მცველის გაშვება სწორედ, რომ ხელმძღვანელობის ნამუსზეა. მან კლუბი ისე ვერ დატოვა, როგორც თავად ეკადრებოდა. მოკლედ, რომ ვთქვათ, ის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს შეეწირა.

4. არასწროად დახარჯული ფინანსები

ბოლო პერიოდში "ბარსამ" არაერთი საკმაოდ ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა, თუმცა შედეგი არცერთ მათგანს მოჰყოლია. აშკარაა, რომ ხელმძღვანელობა ვერ ერკვევა, თუ ვინ სჭირდება რეალურად გუნდს. მიუხედავად დახარჯული მილიონებისა, ვერც ჩავის, ვერც ინიესტასი და ვერც ნეიმარის ჩანაცვლება ვერ მოხერხდა. 

5. არტურის გაწირვა

და ბოლოს, შემოგვრჩა დღეისთვის ყველაზე აქტუალური თემა. პირდაპირ ვთქვათ, რომ არტური ხელმძღვანელობამ გაწირა, რადგან ბრაზილიელს არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი, რომ მას გუნდის დატოვება არ სურდა. მაშინ, როცა ჩავი და მესი მელოს მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ბართომეუ უბრალოდ "ადგა" და გაცვალა "ბებერ" პიანიჩში, რომელიც ალბათ მაღალ დონეზე მხოლოდ ერთი წელი ითამაშებს. ისიც საგულისხმოა, რამდენად მოერგება ბოსნიელი "ბარსას" სტილს.

3 თვის წინ
727 / 0
Maluta
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 797
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ