logo

MD: პსჟ ნეიმარის სანაცვლოდ "ბარსას" ორ ვარსკვლავს ითხოვს

MD: პსჟ ნეიმარის სანაცვლოდ "ბარსას" ორ ვარსკვლავს ითხოვს

"ბარსელონა" მიმდინარე ზაფხულში ნეიმარ ჟუნიორის დაბრუნებას კიდევ ერთხელ და უფრო აქტიურად ცდილობს, რადგან, შესაძლოა, ეს უკანაკსნელი შანსი იყოს.

"ბლაუგრანა" "პარი სენ-ჟერმენთან" მოლაპარაკებას აწარმოებს და ცდილობს, ბრაზილიელის დამატების ყველაზე ხელსაყრელ შანსს მიაგნოს.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ფრანსისკ აგილარი კი იტყობინება, რომ პარიზულ გრანდს თავისი მოთხოვნა აქვს. 

როგორც ცნობილია, პსჟ მზადაა, ნეიმარი "ბარსაში" გაუშვას, თუ სანაცვლოდ უსმან დემბელესა და ანტუან გრიზმანს მიიღებს.

აგილარი დასძებს, რომ ამ უკანასკნელს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგების დატოვება არ სურს. თავის მხირვ, "ბარსელონას" კი ურჩევნია, გარიგებაში ფილიპე კოუტინიო ჩართოს.

ასეა თუ ისე, ფაქტია, კატალონიელებს ნეიმარის ხელში ჩაგდება დათმობაზე წასვლის გარეშე არ გამოუვათ.


1 თვის წინ
5331 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 588
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი