პოგბასა და მესის ერთმანეთთან კონტაქტი აქვთ

image
როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგ ნახევარმცველს, პოლ პოგბას გასულ ზაფხულს "ოლდ ტრაფორდიდან" აბარგებას და კარიერის ან მადრიდის "რეალში", ან "ბარსელონაში" გაგრძელებას უწინასწარმეტყველებდნენ. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შუახაზელი "წითელ ეშმაკებში" დარჩა.

პოლის ძმამ, მათიას პოგბამ El Chiringuito TV -სთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც "ბლაუგრანას" ქომაგებისთვის საკმაოდ დამაინტრიგებელი სიტყვებიც გაჟღერდა.

"ვიცი, რომ პოლს რამდენიმე ფეხბურთელთან აქვს კონტაქტი, თუმცა რამოსთან - ნამდვილად არა.

ვისთან? ოჰ, მაგალითად, მესისთან, თუმცა ისინი მუდამ არ საუბრობენ, მხოლოდ ხანდახან თუ შეეხმიანებიან ერთურთს. ასევე პოგბა ხშირად ელაპარაკება ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ანტუან გრიზმანს."
- განაცხადა მათიას პოგბამ.
шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა
-->
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:დემბელე, უმტიტი, ალბა,

რეკლამა
-->
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image