ბართომეუს შეცდომა - "ბარსას" ფეხბურთელში 10-ჯერ მეტის გადახდა მოუწევს

image
კატალონიის "ბარსელონა" 23 წლის ამომავალი ვარსკვლავით, ფაბიან რუისით დიდი ხანია ინტერესდება. 2017 წელს კლუბის ყოფლ გენერალურ დირექტორს, პეპ სეგურას მისი შეძენა აკადემიისთვის სურდა. ფაბიანი"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურს ერთწლიანი იჯარით მოირგებდა, შემდეგ კი "ბლაუგრანა" მას გამოისყიდდა. "ბეტისმა" მასში სულ რაღაც 5-6 მილიონი ევრო მოითხოვა, თუმცა, ჩვენდა გასაკვირად, "ბარსა" შეთავაზებას არ დათანხმდა.

2017/18 სეზონი ესპანელი ფეხბურთელისათვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მისმა მფლობელმა კლუბმა გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ევრომდე გაზარდა. ფაბიანს შანსი ჰქონდა, 2018 წელს "ბლაუგრანაში" გადაბარგებულიყო, თუმცა "ბარსას" პრეზიდენტმა ამჯერადაც უარი თქვა - ის "ნაპოლის" შეუერთდა.

MD-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" მის შესაძენა მნიშვნელოვან ნაბიჯს მომდევნო ზაფხულს გადადგამს. როგორც იცით, სერხიო ბუსკეტსი და ივან რაკიტიჩი იმ დროისთვის 32 წლის იქნებიან, არტურო ვიდალი კი - 33-ის, ასე რომ, კლუბს ფაბიანი ნამდვილად სჭირდება. ამჯერად კატალონიელებს მასში 60 მილიონ ევროზე მეტის გადახდა მოუწევთ, რაც მასში შემოთავაზებულ პირველ თანხასთან შედარებით, დაახლოებით, 10-ჯერ მეტია.шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა
-->
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:დემბელე, უმტიტი, ალბა,

რეკლამა
-->
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image