1 წლის წინ
ტორეს რამდენიმე ვარიანტი აქვს! - რას გეგმავს პაბლო
ტორეს რამდენიმე ვარიანტი აქვს! - რას გეგმავს პაბლო

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “სანტანდერიდან” ახალგაზრდა მოთამაშე, პაბლო ტორე დაიმატა.

ტორეს კატალონიურ გრანდში მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესისგან დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა.

გავლენიანი ესპანური სააგენტო, Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არაერთ კლუბს სურთ 20 წლის ფეხბურთელის იჯარის წესით დამატება, თუმცა უშედეგოდ.

პაბლო ტორეს ერთადერთი პრიორიტეტი კატალონიის “ბარსელონაში” დარჩენა გახლავთ.

ცნობისთვის, ესპანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები