11 თვის და 3 კვირის წინ
“ბარსელონა” თურქი ტალანტის შეძენით ინტერესდება
“ბარსელონა” თურქი ტალანტის შეძენით ინტერესდება

“ფენერბახჩეს” შემადგენლობაში 18 წლის თურქი ტალანტი, არდა გულერი ასპარეზობს.

გავლენიანი ესპანური სააგენტო, Relevo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის “ბარსელონა” თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთი მთავარი ტალანტის შეძენით ინტერესდება.

საგულისხმოა, რომ არდას შეძენა ინგლისურ და გერმანულ გრანდებსაც სურთ.

ამავე წყაროს ცნობით, “ფენერბახჩე” 18 წლის ნახევარმცველს 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.

ცნობისთვის, არდა გულერმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები