1 წლის წინ
მორიგი რეკორდი! - ლეო მესის ევროპაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი
მორიგი რეკორდი! - ლეო მესის ევროპაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი

ლეო მესიმ საფრანგეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის შეხვედრაში “ნიცას” გაუტანა, რითიც ბრწყინვალე რეკორდი მოხსნა.

არგენტინელი ფეხბურთელი გახდა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ევროპის მასშტაბით (საკლუბო დონეზე).

ლეოს 702 გოლი დაუგროვდა და პორტუგალიელ კონკურენტს, კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრო, რომლის ანგარიშზეა 701 გოლი გახლავთ.

ცნობისთვის, კრიშტიანუ რონალდუს საკლუბო დონეზე უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი, თუმცა აღნიშნულ სტატისტიკაში მხოლოდ ევროპაში გატანილი გოლები იგულისხმება და სწორედ ამიტომ სიის სათავეში ლეო მესი მოექცა.


Facebook კომენტარები