1 წლის წინ
რა რეაქცია ჰქონდათ "ბარსელონაში" "რეალის" გუშინდელ მარცხზე
რა რეაქცია ჰქონდათ "ბარსელონაში" "რეალის" გუშინდელ მარცხზე

მადრიდის "რეალმა" ლა ლიგის 28-ე ტურში "ვილიარეალთან" წააგო, ანგარიშით 2:3. ხუთგოლიან თრილერში "სამეფო კლუბი" ორჯერ იგებდა, მაგრამ სამუელ ჩუკვუეზემ "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი პუბლიკა გულდაწყვეტილი დატოვა.

ჟურნალისტ ხავი მიგელის ინფორმაციით, მადრიდული კლუბის მარცხმა "ბარსელონას" ფეხბურთელები ძალიან გაახარა.

"ბლაუგრანას" მოთამაშეთა Whatsapp-ჯგუფში უამრავი მესიჯი დაიწერა. ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვა "სასტიკი" გახლდათ. "ბლაუგრანელებმა" "ვილიარეალის" რამდენიმე წევრს მიულოცეს კიდეც.

Diario AS-ის რეპორტიორი წერს, რომ დანი პარეხო და პეპი რეინა იყვნენ ის მოთამაშეები, რომლებმაც კატალონიიდან მისალოცი შეტყობინებები მიიღეს.

სხვათა შორის, "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ფეხბურთელებმა გამარჯვება გუშინ ზუსტად იმ სიტყვებით აღნიშნეს, რომლითაც "რეალმა" უკანასკნელ "კლასიკოში" მოგება იზეიმა: "ხვალ ვისვენებთ!"

შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ბარსა" დღეს "ჟირონას" დაამარცხებს, მეორეადგილოსან "რეალს" 15 ქულით გაასწრებს.


Facebook კომენტარები