1 წლის წინ
როდის გაინაღდებს "ბარსა" ჩემპიონობას - სასურველი შესაძლებლობა
როდის გაინაღდებს "ბარსა" ჩემპიონობას - სასურველი შესაძლებლობა

მადრიდის "რეალის" მიერ "ვილიარეალთან" განცდილმა მარცხმა "ბარსელონას" მისცა საშუალება, დღეს "ჟირონას" დამარცხების შემთხვევაში, მეორეადგილოსანთან სხვაობა 15 ქულამდე გაზარდოს.

ამასთან დაკავშირებით, Tribuna.com-მა შემოგვთავაზა მათემატიკური პროგნოზი იმაზე, თუ როდის გაინაღდებენ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ჩემპიონობას.

თუ ჩავთვლით, რომ "სამეფო კლუბი" პრიმერაში დარჩენილი მომდევნო 10 მატჩიდან ყველას მოიგებს, ჩემპიონობის გასანაღდებლად "ბარსელონას" 6 გამარჯვება და 1 ფრე ესაჭიროება.

მაშასადამე, კატალონიელებს ტიტულის მოგება ლა ლიგის 34-ე ტურში შეეძლებათ.

სიმბოლურია, რომ 34-ე ტურში "ბარსა" თავის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, "ესპანიოლს" ხვდება. მატჩი "თუთიყუშების" სტადიონზე, "RCDE სთედიუმზე" გაიმართება,.

"ესპანიოლის" არენაზე ჩემპიონობა "ბარსელონასთვის" გაჩემპიონების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გზაა, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ კატალონიელები ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევას ეცდებიან.


Facebook კომენტარები