1 წლის წინ
ჩავი: "დიდ მატჩებში გამოცდილება გვაკლია"
ჩავი: "დიდ მატჩებში გამოცდილება გვაკლია"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "ჟირონასთან" მატჩის წინ პრესკოფერენცია გამართა.

ბუნებრივია, ახალგაზრდა სპეციალისტს "კლასიკოში" განცდილ გამანადგურებელ მარცხზეც მოუხდა საუბარი.

"გავაანალიზეთ, თუ რა მოხდა ოთხშაბათს. სპეციფიკური შეცდომები დავუშვით, მაგრამ ეს უკვე გადაშლილი ფურცელია.

არ ვფიქრობ, რომ ერთი ერთზე თამაშის უნარში გვიჭირს. მართალია, კამავინგამ რაფინიას პრობლემები შეუქმნა, თუმცა დემბელეს, ბალდეს, ანსუსა და ფერანს ეს შეუძლიათ.

უფრო გამოცდილები უნდა ვიყოთ, რათა უფრო დიდი კონკურენცია გავწიოთ. უნდა ვიყოთ მეტად ეფექტურები, მეტად ძალისმიერები. ბევრი მატჩი იყო ისეთი, რომელსაც ვაკონტროლებდით, მაგრამ სარგებელი ვერ მივიღეთ.

ფიზიკურ დონეზე, ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყველაზე მეტს დარბის. ყველაზე მეტ სპრინტს ვაკეთებთ. მომაწოდეს მონაცემები და ჩვენ თითქმის ყველაფერში ვლიდერობთ.

ჩვენ ვიზრდებით, როგორც გუნდი, მაგრამ დიდ მატჩებში დაღვინებულობა გვაკლია. ამის გამოსწორებაზე ვმუშაობთ," - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "ჟირონას" მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები