11 თვის და 3 კვირის წინ
შეხვედრა ჩავისთან - რა შესთავაზეს მაესტროს
შეხვედრა ჩავისთან - რა შესთავაზეს მაესტროს

Diario SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" ჩავი ერნანდესს ოფიციალურად შესთავაზა კონტრაქტის გახანგრძლივება.

"მაესტროს" კატალონიურ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლის ივლისში ეწურება. კლუბი მას ამ ხელშეკრულების ორი წლით გახანგრძლივებას სთავაზობს.

ჩავიმ ბევრჯერ დააფიქსირა, რომ "კამპ ნოუზე" სურს დარჩენა, ამიტომ მისი თანხმობა ეჭვს არ იწვევს.

უდიდესი ალბათობით, მხარეები შეთანხმებას მალე მიაღწევენ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ახალგაზრდა სპეციალისტმა 2021 წლის ნოემბერში ჩაიბარა. გუნდს მან ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა.


Facebook კომენტარები