Image
Image

მესის ვრცელი ინტერვიუ Rac1-თან

image
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ rac1-თან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა და მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე ისაუბრა.

"ფანები მე ღმერთს მიწოდენებ, ეს არ მწყინს, მაგრამ არც მომწონს. სასიამოვნოა ყველა კომპლიმენტი, მაგრამ ეს გადაჭარბებული და გაზვიადებულია. ამას ჩემი შვილები ისმენენ და შემდეგ ისინიც იმეორებენ.

მძიმე მომენტები ცხოვრებაში არაერთხელ მქონია. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა პერიოდი, როდესაც მე გადასახადებთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა. ეს საკმაოდ რთული იყო, ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ ამ პერიოდში ბავშვები პატარები იყვნენ და მათ ეს არ ესმოდათ.

ამ პრობლემის გამო ესპანეთიდან წასვლა მსურდა, მაგრამ არა "ბარსას" დატოვება. ვგრძნობიდ, რომ ამის გამო ძალიან ცუდად ვიყავი და აქ მეტი დროის გატარება აღარ მსურდა.

მიყვარს სახლში ყოფნა, არ ვიცი, როგორ გავიდე ქუჩაში ხშირად, მაგრამ ბავშვებთან ერთად მიწევს ამის გაკეთება და არაინაირი პრობლემა არ მაქვს.

მართალია, სეზონი რთულად დავიწყეთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს კლუბი ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომფლექტებული და შეუძლია ყველაფრის მოგება.

კარიერის "ბარსელონაში" დასრულება? ჩემი სურვილი ყოველთვის აქ დარჩენა იყო. თავიდანაც ამ აზრზე ვიყავი და ახლაც, არაფერი შეცვლილა. კარიერის დასრულების შემდეგ შესაძლოა კატალონიაში დავრჩე. ჯერ არავინ იცის, მაგრამ ახლა სურვილი ასეთი მაქვს.

გრიზმანი? ნებისმიერი ფეხბურთელისთვის რთულია მოხვიდე "ბარსელონაში" და ითამაშო. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქამდე არ უთამაშია იმ ფილოსოფიით, რომლითაც ჩვენი კლუბი თამაშობს. ის, რომ შენ შეიძლება მაღალი დონის მოთამაშე იყო, სხვა საკითხია, შეგუება მაინც რთულია. გრიზმანი აქამდე სრულიად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ის გაივლის ადაპტაციას და შეეჩვევა ამ ტიპის ფეხბურთის თამაშს, ის საკმაოდ ძლიერი და ნიჭიერი ფეხბურთელია.

ტყუილია, თითქოს მე გრიზმანის "ბარსაში" გადმოსვლა არ მსურდა. გრიზმანი ერთ-ერთი საუკეთესოა.

ვალვერდეს წასვლას არ დარჩენას მე არ ვწყვეტ. "რომასთან" მარცხი დიდი იმედგაცრუება იყო და მსგავსი რამ "ლივერპულთან" აღარ უნდა მოგვსლოდა, მაგრამ ეს მწვრთნელის ბრალი არ არის. ჩვენ მას მხარს ვუჭერთ, როდესაც მისი დარჩენის ამბავი გავიგეთ, ძალიან გაგვიხარდა. თუ გვსურს, რომ მიზნებს მივაღწიოთ, მაშინ უნდა გავერთიანდეთ, ეს რთული არ არის.

ფეხბურთელები კლუბს ვერაფერს უბრძანებენ, ამაზე დიდიხანია საუბრობენ და ყველაფერი ჭორია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას ვინ უნდა მოვიდეს და ვინ - წავიდეს. ჩვენ ყველა ერთად ამ ტყუილებში ვცხოვრობთ.

სპორტული კუთხით, ნეიმარი ერთ-ერთი საუკეთესოა და, ცხადია, ის თუ ჩვენი გუნდის წევრი იქნებოდა, მიზნების მიღწევა უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ მისი მესმის და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

ნეიმარმა გარკვეული პერიოდის შემდეგ დაინახა, რომ შეცდომა დაუშვა და ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც წავიდა. ვფიქრობ, ნეიმარი ნანობს "ბარსას" დატოვებას.

ვფიქრობდი, რომ თუ ნეიმარი ჩვენთან არ დაბრუნდებოდა, მაშინ "რეალში" გადავიდოდა. აშკარა იყო, რომ მას "პსჟ-ს" დატოვება ძალიან სურდა. მეგონა, ფლორენტინო პერესი და "რეალი" ყველაფერს გააკეთებდნენ ნეიმარის საყიდლად.

ჩემთვის საუკეთესო მწვრთნელი გვარდიოლაა, ლუის ენრიკე მასთან ძალიან ახლოსაა.

პიკე ყოველთვის გულრწფელად საუბრობს და არ ანაღვლებს, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან. ის ძალიან ნიჭიერი და მხიარული პიროვნებაა.

ბართომეუსთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. მას ბოლოს 5 თვის წინ, "ლივერპულთან" განცდილი კრახის შემდეგ ვესაუბრე. ყველაფერი კარგად არის, მას შემდეგ აღარ შევხვედრივარ, რადგან ამის საჭიროება აღარ იყო.

შეიძლება ცუდად გამოვიდა, როდესაც მე დემბელეს წითელი ბარათის შემდეგ ვთქვი, რომ მას ლაპარაკი არ შეეძლო, მაგრამ ეს რეალობაა, იგი ვერ იტყოდა, რადგან ესპანურად უჭირს საუბარი და საკმარისად კარგად ვერ ლაპარაკობს, რომ მსაჯისთვის რაიმე ნათლად ეთქვა.

საუკეთესო მომენტი? ვფიქრობ, პერიოდი, როდესაც გვარდიოლა "ბარსელონაში" იყო, საუკეთესო დრო იყო.

ვფიქრობ, "იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი ჩემს კარიერაში საუკეთესოა.

საუკეთესო მატჩი, რომელიც ჩავატარე? მახსენდება ნახევარფინალი "რეალის" წინააღმდეგ, სადაც 2-0 მოვიგეთ, შესაძლოა მაშინ მე ჩემი საუკეთესო თამაში არ ვაჩვენე, მაგრამ ეს იყო საუკეთესო გუნდური მატჩი, ეს ჩემთვის უნიკალური მოგონებაა.

ვისურვებდი, რონალდუს კარიერა "რეალში" გაეგრძელებინა. ის ამ კლუბს და ლიგას მეტად დაძაბულს და საინტერესოს ხდიდა.

კატალონიურად არ ვლაპარაკობ, ეს არასდროს მიცდია. იმ ადამიანებთანაც, რომლებიც კატალონიურად საუბრობენ, მე ესპანურად ვესაუბრები. ჩემი შვილები კი საუბრობენ კატალონიურად.

მე მეტი დრო უფრო კატალონიაში მაქვს გატარებული, ვიდრე არგენტინაში. ჩემი შვილები კატალონიელები არიან. 11 სექტემბერი კატალონიის დღეა და სწორედ ამ დღეს დაიბადა ჩემი შვილი, მატეო. წმინდა გიორგი კატალონიის მფარველია და სწორედ წმინდა გიორგის ჯვრის ორდენით დამაჯილდოვეს, ეს კატალონიელთათვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ჯილდოა. უამრავი ჯილდო მაქვს მიღებული, მაგრამ ეს ჩემთვის განსკუთრებულია",
- ისაბრა მესიმ rac1-თან.шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:დემბელე, უმტიტი, ალბა,
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image