Image
Image

რაკიტიჩი დუმილს არღვევს: "ბარსა" საუკეთესოა, მაგრამ აქ ქუჩაში სასეირნოდ დარჩენას არ ვაპირებ"

image
"ბარსელონას" ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის კარიერა ამ სეზონში უარესობისკენ მიდის. მან დაკარგა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი და ხშირად არც შეცვალზე შედის ხოლმე მოედანზე. ხორვატმა დუმილი დაარღვია და აღნიშნა, რომ ამ სიტუაციით უკმაყოფილოა.

"მე თამაში მსურს და მხოლოდ ის არა, რომ ამ კლუბის ნაწილი ვიყო. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს. კონტრაქტი "ბარსასთან" კიდევ ორი წელი მაკავშირებს. არ არსებობს ბარსელონაზე უკეთესი ადგილი, ეს საუკეთესო კლუბია, მაგრამ მე მჭირდება სათამაშო დრო და ამ ქალაქში ქუჩებსა და პლიაჟზე სასეირნოდ დარჩენას არ ვაპირებ.

ხელმძღვანელობას ვესაუბრე, მსურს, ვიბრძოლო სათამაშო დროის მისაღებად. მადლობელი ვარ ფანების, რომლებმაც დიდი სიყვარული გამოავლინეს ჩემს მიმართ, მაგრამ თუ არაფერი შეიცვალა, მომიწევს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა და კიდევ ერთხელ ჩემს სიტუაციაზე საუბარი",
- აღნიშნა რაკიტიჩმა.
шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:დემბელე, უმტიტი, ალბა,
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image