Image
Image

"იუვენტუსის" ფეხბურთელს "ბარსელონაში" გადაბარგება სურს

image
როგორც მოგეხსენებათ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ტურინის "იუვენტუსმა" ფრანგი ნახევარმცველი, ადრიენ რაბიო თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. მიუხედავად ამისა, 24 წლის შუახაზელისთვის მიმდინარე სეზონი არც თუ დამაკმაყოფილებლად დაიწყო და გავრცელებული ცნობების თანახმად, იგი უკვე ნანობს მიღებულ გადაწყვეტილებას.

ცნობილი სპორტული პორტალი, Fox Sports იტყობინება, რომ რაბიოს დედამ უკვე დაიწყო "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები, რათა მისი ვაჟი "კამპ ნოუზე" იანვარშივე აღმოჩნდეს. ამ ინფორმაციას ადასტურებს გავლენიანი იტალიური გამოცემა, Calciomercato-ც.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" ადრიენით დიდი ხნის განმავლობაში ინტერესდებოდნენ, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ

კომენტარები 1

  1. MARI=BARCA-fan 9 ოქტომბერი 2019 16:08
    ვაააააააახ, დამწნილება მოუწევთ მალე ამ ნახ.მცველებს!
    ისე, რაკეტა თუ წავა და ბუსკე სკამზე გადაინაცვლებს, გზა რაბიოს კი არა ალენიას და რიკი პუჩს უნდა დაუთმონ - დე იონგი, არტური და ვიდალი კი ძირითადში უნდა იყვნენ, რობერტო კიდევ სადმე ვინმეს ფლანგზე დასჭირდება სკამისთვის!
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:დემბელე, უმტიტი, ალბა,
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image