Image
Image

"ბარსელონა" და "რაკუტენი" დოკუმენტური ფილმების სერიას იწყებენ

image
ყველას შესანიშნავად მოგეხსენებათ, რომ "ბარსელონა" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტული ბრენდია. Forbes-ის სიაში "ბლაუგრანა" რიგით მეორეა ძვირადღირებულ საფეხბურთო კლუბებს შორის. კატალონიური გრანდის ქომაგები სოციალურ ქსელშიც აქტიურობენ და თავიანთ საყვარელ გუნდს ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებინენ.

სულ ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ასულგრანა" მორიგ ინოვაციას გეგმავს. თავის მთავარ სპონსორ Rakuten-თან ერთად "ბარსა" იწყებს დოკუმენტური ფილმების სერიას, რომელსაც Matchday ერქმევა. მაყურებელი იხილავს 8 45-წუთიან ფილმს, რომელთაგან თითოეული "ლურჯ-ბროწელისფერთა" საკვანძო მატჩებს შეეხება 2018-19 წლების სეზონიდან.

გულშემატკივარს მიეცემა საშუალება, რომ უშუალოდ შეიგრძნოს გასახდელის ატმოსფერო და იხილოს, თუ როგორები არიან მისი საყვარელი ვარსკვლავები მოედანს მიღმა.
шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:დემბელე, უმტიტი, ალბა,
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image