12 თვის წინ
ჩავი: "რამდენიც გინდათ, დამცინეთ, მაგრამ..."
ჩავი: "რამდენიც გინდათ, დამცინეთ, მაგრამ..."

როგორც მოგეხსენებათ, "ხეტაფესთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ჩავიმ თქვა, რომ ბალახის საფარი მშრალი გახლდათ, ამან კი გუნდს ხელი შეუშალა.

"მაესტროს" ეს განცხადება ბევრმა გააქილიკა, რასაც 43 წლის სპეციალისტი "ატლეტიკოსთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.

"ამაზე სიცილი გიყვართ, მაგრამ მშრალ ბალახს თავისი ეფექტი აქვს. ვინც ფეხბურთს პროფესიონალურად თამაშობს, ეს იცის.

როცა ბალახის ცუდ მდგომარეობას აღვნიშნავ, ამით თავს არ ვიმართლებ - როცა ვიგებთ, მაშინაც მსგავს აზრზე ვარ.

იცინეთ, რამდენიც გინდათ. ამაზე 200 ათასჯერაც რომ იხუმროთ, არ მადარდებს. აზრს არ შევიცვლი.

ჰკითხეთ "ხეტაფეს" მწვრთნელს, რატომ არ მორწყეს ბალახი თამაშის დაწყებამდე," - თქვა ერნანდესმა.

შეგახსენებთ, რომ "ხეტაფესა" და "ბარსას" დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

რაც შეეხება "ატლეტიკოსთან" მომავალ შეხვედრას, ის ხვალ, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები