11 თვის და 1 კვირის წინ
ფერანი: "ეს გამარჯვება წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია"
ფერანი: "ეს გამარჯვება წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია"

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩი, რომელშიც "ბარსელონამ" მადრიდის "ატლეტიკო" დაამარცხა, ანგარიშით 1:0.

შეხვედრის ერთადერთი გოლი ფერან ტორესმა პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა.

23 წლის თავდამსხმელმა მისი გოლით მოგებული დაპირისპირება მატჩისშემდგომ ინტერვიუში შეაფასა.

"ეს გამარჯვება ლა ლიგის მოგებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. გულშემატკივრები თავიდანვე მხარში გვედგნენ.

მატჩის ბოლოს გაგვიჭირდა, რადგან ჩვენი მეტოქე "ატლეტიკო" იყო, რომელსაც ზედიზედ 13 თამაში არ ჰქონდა წაგებული.

მნიშვნელოვანი საგოლე მომენტების შექმნაა და გადამწყვეტი არ არის ის, რომ ხანდახან ისინი გოლებად ვერ იქცევიან.

უნდა გვეჩვენებინა, რომ ჩემპიონატი გვაღელვებს და ჩვენ გავიმარჯვეთ. 

"რაიოსთან" ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, რადგან ფეხბურთი არაპროგნოზირებადი სპორტია," - თქვა ფერანმა.

შეგახსენებთ, რომ მეორეადგილოსან "რეალს" კატალონიური გრანდი სატურნირო ცხრილში 11 ქულით უსწრებს.


Facebook კომენტარები