1 წლის წინ
ჩავი: "არ მადარდებს, რას ამბობს ხალხი 1:0-ზე"
ჩავი: "არ მადარდებს, რას ამბობს ხალხი 1:0-ზე"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ დიდებული გუნდი დავამარცხეთ. "ატლეტიკო" შესანიშნავ ფორმაშია. ეს ძალიან საჭირო გამარჯვება იყო. 

კრიტიკოსები თავიანთ აზრს ყოველთვის გამოთქვამენ და ეს დღესაც მოხდება, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ. ფრენკი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა, პედრი ბრწყინვალე იყო.

ნორმალურია, რომ გვაკრიტიკებენ. ჩვენ "ბარსელონა" ვართ.

ფრენკი დე იონგი და პედრი არიან ფეხბურთელები, რომლებიც თამაშში ყველაზე მეტად არიან ჩართულნი და გუნდის გამოსვლის ხარისხს საგრძნობლად ზრდიან. დღეს მათ ნაბიჯის წინ გადადგმის შესაძლებლობა მოგვცეს.

ფერანის გამო ბედნიერი ვარ, რადგან ის არასდროს ნებდება. ის რამდენჯერმე გააკრიტიკეს და დღეს შესაბამისი პასუხიც გასცა - გადაწყვიტა რა მატჩის ბედი.

მეორე ტაიმში ინტრიგის მოკვლის შანსი გვქონდა, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა.

სეზონის ბოლო ნაწილში ვართ და უნდა ვიწვალოთ.

ჩვენი სიტუაცია სასიამოვნოა, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. დღეს დავამარცხეთ გუნდი, რომლისთვისაც უნდა მოგვეგო, რათა საჩემპიონო რბოლიდან გამოგვეთიშა.

1:0-ის ჩემპიონატი? ეს შედეგი ჩვენთვის კარგია, თუმცა აჩვენებს, რომ ერთ გოლზე მეტით მოგება გვიჭირს. დღეს უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება შეგვეძლო. არ მადარდებს რას ამბობს ხალხი მინიმალური სხვაობით მოგებული შეხვედრებზე," - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ "როხიბლანკოს" კატალონიურმა გრანდმა ფერან ტორესის გოლით მოუგო.


Facebook კომენტარები