11 თვის და 1 კვირის წინ
როდის დაბრუნდებიან დემბელე და კრისტენსენი - ახალი ცნობები
როდის დაბრუნდებიან დემბელე და კრისტენსენი - ახალი ცნობები

Diario AS-ის ჟურნალისტმა ხავი მიგელმა "ბარსელონას" ორი ტრავმირებული ფეხბურთელის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

მიგელის ცნობით, უსმან დემბელეს დაბრუნება კიდევ ერთხელ გადაიდო. ფრანგი გარემარბი "რაიო ვალეკანოსთან" ვერ ითამაშებს, თუმცა მისი დაბრუნება სავარაუდოა "რეალ ბეტისის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში.

"ბეტისთან" ელოდებიან ანდრეას კრისტენსენსაც. დანიელი მცველი გუნდთან ერთად ვარჯიშს "რაიოსთან" ჯახის შემდეგ განაახლებს.

იმ შემთხვევაში, თუ 29 წლის უკანახაზელი კატალონიურ-სევილიურ შერკინებაში არ მიიღებს მონაწილეობას, იგი "ოსასუნასთან" დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ "რაიოს" "ბარსელონა" 26 აპრილს შეხვდება, "ბეტისთან" მატჩი 29 აპრილს იქნება, ხოლო "ოსასუნას" გუნდი 2 მაისს დაუპირისპირდება.


Facebook კომენტარები