10 შეკითხვა, რომელიც "ბარსელონას" ქომაგებს ვალვერდესთან აქვთ

image
როგორც მოგეხსენაბათ, "ბარსელონას" გამოცდილი მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე უკანასკნელ დღეებში კრიტიკის ქარცეცხლის ქვეშ მოექცა. "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ბოლო ორ მატჩში კატასტროფული შთაბეჭდილება დატოვეს და ამან ბასკი თავკაცის "კამპ ნოუდან" აბარგების მოწოდებების ახალი ტალღა წარმოშვა.

ცნობილი მადრიდული გამოცემა Marca გვთავაზობს იმ 10 შეკითხვის ჩამონათვალს, რომელიც "ბლაუგრანას" ქომაგებს ერნესტოსთან აქვთ:

1. რატომ დაკარგა "ბარსელონამ" თავისი სტილი?

2. რატომ ვერ უგებენ ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანი ერთმანეთს?

3. რატომ იყიდეს ჟუნიორ ფირპო, თუ მის გამოყენებას არ აპირებდნენ?

4. რატომ ექცევიან ივან რაკიტიჩს ასე?

5. რატომ არის ტრავმების რიცხვი გაზრდილი?

6. რატომ უშვებს გუნდი ამდენ გოლს?

7. რატომ არ დარბიან ფეხბურთელები?

8. რატომ ურთულდებათ ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა?

9. რატომ ვერ ძლებს ზოგიერთი მოთამაშე 90 წუთს მოედანზე?

10. არის თუ არა ასეთი თამაში საკმარისი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?
шаблоны для dle 11.2


კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:დემბელე, უმტიტი, ალბა,
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image