"ბარსელონა" ტალანტის დამატებას უახლოვდება

image
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "ბარსელონა" "რედ ბულ ზალცბურგის" საკუთრებაში მყოფ 17 წლის ტალანტს, კარიმ ადეიემის უმიზნებდა. ახალგაზრდა თავდამსხმელი ამჟამად "წითელი ხარების" ფარმკლუბ "ლიფერინგში" ასპარეზობს და ავსტრიის მეორე ბუნდესლიგის 13 მატჩში ასეთი მონაგარი აქვს - 7 გოლი და 5 ასისტი.

Transfermarkt-ის ცნობით "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ავსტრიელებს პირველი შეთავაზება გაუკეთეს, რომელიც 15 მილიონ ევროს შეადგენს. წყარო გვატყობინებს, რომ "ბლაუგრანა" კარიმის ჯერ მეორე გუნდში ჩარიცხვას, ხოლო შემდეგ ძირითად კრებულში დაწინაურებას გეგმავს.
шаблоны для dle 11.2


კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:დემბელე, უმტიტი, ალბა,
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image