"რეალმა" როდრიგო "ბარსელონას" ცხვირწინ ააცალა - ისტორია

image
როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის გმირი მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ტალანტი, როდრიგო გახდა, რომელმაც "გალათასარაისთან" მატჩში ჰეთ-თრიქს+საგოლე პასი მიითვალა. საინტერესოა, რომ წესით და კანონით ახალგაზრდა გარემარბი დღეს "ბარსელონას" ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, ყველაფერი ფულმა გადაწყვიტა.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 2017 წლის გაზაფხულზე "ლურჯ-ბროწეულისფერებსა" და როდრიგოს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა. "სანტოსს" სურდა, რომ გოისის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო მიეღო, თუმცა "ბლაუგრანამ" მათ ნაკლები შესთავაზა, რასაც ბრაზილიელნი დასთანხმდნენ. როცა "სანტოსის" პრეზიდენტი ინგლისისა და "სელესაოს" ამხანაგურ ჯახს უცქერდა, "რეალის" გენერალური დირექტორი 18 წლის შემტევის "ბარსასთვის" ცხვირწინ წართმევას ცდილობდა.

"ბლანკოსმა" "შავ-თეთრებს" 40 მილიონი ევრო შესთავაზა, რომლის ნახევარიც დაუყონებლივ იქნა გადახდილი. გარდა ამისა, "თეთრებმა" ბონუსებიც შესთავაზეს "ვილა ბერმიროს" ბინადრებს. საბოლოო ჯამში, ფინანსური კრიზისის გამო "სანტოსის" მმართველმა ხოსე კარლეს პერესმა ამ წინადადებაზე თანხმობა განაცხადა და შემდეგ "ბარსას" წარმომადგენლებს მოსაბოდიშებლად დაურეკა.
шаблоны для dle 11.2


კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:დემბელე, უმტიტი, ალბა,
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image