"ბარსელონასა" და "ბაიერნს" შორის მეგაბარტერი შედგება

image
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" დაცვის მარჯვენა ფლანგზე პრობლემა ისევ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოზიციაზე "ბლაუგრანას' ნელსონ სემედუ და სერხი რობერო ჰყავს, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ახალი კადრი მაინც სჭირდებათ. ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ Diario Gol-მა სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც ლიონელ მესის "კამპ ნოუზე" მიუნხენის "ბაიერნის" უნივერსალის, იეზუა კიმიხის ხილვა სურს.

საფეხბურთო პორტალი soccity.net გვთავაზობს საკმაოდ საინტერესო თეორიას, რომელიც გვამცნობს, რომ შესაძლოა იეზუა ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერში იყოს ჩართული და "რეკორდმაისტერმა" ბრაზილიელის სანაცვლოდ "ბარსას" კიმიხს + გარკვეული თანხა შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ 24 წლის ფლანგელი Transfermarket-ზე 70 მილიონ ევროდაა შეფასებული.
шаблоны для dle 11.2


კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:დემბელე, უმტიტი, ალბა,
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image