12 თვის წინ
მესი ბრუნდება - შეთანხმება თითქმის შემდგარია
მესი ბრუნდება - შეთანხმება თითქმის შემდგარია

ლეო მესისა და "ბარსელონას" შორის კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია. მხოლოდ რამდენიმე დეტალია გასარკვევი, - იუწყება Catalunya Radio.

არგენტინელი მეგავარსკვლავი ტრანსფერის განხორციელებას ოპტიმისტური თვალით უყურებს. ლეოს სჯერა, რომ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდება და მის "ბლაუგრანაში" დაბრუნებას ხელს ვერაფერი შეუშლის.

წყაროს თანახმად, თუ 35 წლის შემტევი დაბრუნდება, სერხიო ბუსკეტსი ხელფასს შეიმცირებს და "კამპ ნოუზე" კიდევ ერთი სეზონით დარჩება.

მესის დაბრუნება გუნდში დატოვებს ჟორდი ალბასაც, რომელსაც კონტრაქტის კიდევ 1 წელი აქვს შესასრულებელი..

"ლურჯ-ბროწეულისფერთ" უნდათ, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელმა "ბარსელონაში" სულ მცირე ორი სეზონი გაატაროს, რათა განახლებული "კამპ ნოუს" პრეზენტაციას იგი გუნდის წევრის რანგში შეხვდეს.

ცნობისთვის, "პარი სენ-ჟერმენთან" ხელშეკრულება არგენტინელს პირველ ივლისს ეწურება.


Facebook კომენტარები