11 თვის წინ
10 ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა - CIES-ის რეიტინგი
10 ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა - CIES-ის რეიტინგი

CIES-ის საფეხბურთო ობსერვატორიამ მსოფლიოს 10 ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა, რომელსაც "ბარსელონას" 18 წლის ნახევარმცველი პაბლო გავი ლიდერობს.

ათეულში ვხვდებით კიდევ ერთ "ბარსელონელსაც" - მეექვსე ადგილი უკავია "ბარსას" 19 წლის მარცხენა მცველს, ალეხანდრო ბალდეს. საინტერესოა რეიტინგში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სამიზნის, ვიტორ როკეს ყოფნაც.

ათეული ასე გამოიყურება:

1. პაბლო გავი (ბარსელონა)

2. ჯუდ ბელინგემი (ბორუსია დორტმუნდი)

3. მარკოს ლეონარდო (სანტოსი)

4. ანტონიო სილვა (ბენფიკა)

5. ვიტორ როკე (ატლეტიკო პარანაენსე)

6. ალეხანდრო ბალდე (ბარსელონა)

7. მილოშ კერკეჟი (ალკმაარი)

8. ენდრიკი (პალმეირასი)

9. ანხელო გაბრიელი (სანტოსი)

10. იუსუფა მუკოკო (ბორუსია დორტმუნდი)

რეიტინგი CIES-ის კაპიტალური მეთოდის მიხედვით შედგა, რომელიც ფეხბურთელის მიერ ბოლო 1 წელიწადში ჩატარებული მატჩების რაოდენობას, ამ მატჩების სპორტულ დონესა და მათ შედეგებს ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გავიმ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 6 ასისტი.


Facebook კომენტარები