6 შემთხვევა, როდესაც ლიონელ მესიმ მოედანზე იჩხუბა

image
კარგად ვიცით, რომ ლიონელ მესიმ რთულად გასაღიზიანებელი ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ხშირად უხეშობენ, მაგრამ არგენტინელის კარიერას თუ გადავხედავთ, იყო გამონაკლისები, როდესაც ლეოს მოთმინება დააკარგვინეს.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო 2016 წელს, კოპა ამერიკაზე ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ. მესი ჟასმანი კამპოსს გაუბრაზდა. მატჩის შემდეგ, ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მესი ისეთ მოძრაობებს აკეთებდა მოედანზე, თითქოს მას და მის ბოლივიელ თანაგუნდელებს დასცინოდა კიდეც, თუმცა აღიარა ისიც, რომ ლეო ნამდვილად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.



კიდევ უფრო წარსულში თუ გადავალთ, მესის კვლავ უარყოფითი რეაქცია ჰქონდა კიდევ ერთი ბოლივიელი ფეხბურთელის მიმართ, ეს ფაქტი 2011 წელს მოხდა, როდესაც ლიონელი რონალდ რალდესს გაუწყრა. მაშინ ეს შემთხვევა საკმაოდ პოპულარული იყო და აიტაცა გულშემატკივარმა. ზოგი მათგანი იმასაც ამბობდა, რომ ახლა რალდესი ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე ბოლივიის პრეზიდენტი, ევო მორალესი.



2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩი ხორვატიის წინააღმდეგ იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მესიმ წონასწორობა დაკარგა, როდესაც ივან სტრინიჩმა ლეოს სახიფათო შეტევა ჩუაშალა. მატჩის შემდეგ, სტრინიჩმა მესის პატარა ბიჭი უწოდა.



შემდეგი დაპირისპირება მესის მსაჯთან მოუწია, როდესაც მან პაულო დიბალას არგენტინის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩში წითელი ბარათი უჩვენა.



2019 წელი, "ელ კლასიკო", სერხიო რამოსის იდაყვი მესის სახეში ხვდება და კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი ხდება.



2015 წელი, უწყინარი სიტუაცია, ჟოან გამპერის თასი, ამხანაგური შეხვედრა "რომას" წინააღმდეგ, მაპუ იანგა-მბივასთან ლეოს სერიოზული შელაპარაკება მოუვიდა.

шаблоны для dle 11.2


კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:დემბელე, უმტიტი, ალბა,
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image