logo

ოფიციალურად: "ბარსელონამ" ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: "ბარსელონამ" ტრანსფერი დაადასტურა

"ბარსელონას" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, მუსა ვაგე მომდევნო სეზონს იჯარის წესით "პაოკში" გაატარებს.

ბერძნული კლუბი 19 წლის მცველის ხელფასს მთლიანად გადაიხდის, ჯერჯერობით უცნობია იქნება თუ არა გამოსყიდვის პუნქტი.

შესაძლოა, სენეგელალელის დებიუტი სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში შედგეს, სადაც ბერძნები "კრასნოდარს" დაუპირისპირდებიან.

ვაგე "ბარსელონას" 2018 წელს, 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბელგიური "ეუპენიდან" შეუერთდა.

1 თვის წინ
5779 / 0
George
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 879
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ