სუარესის ისტორიული მიღწევა - რა მოხდა ზუსტად 6 წლის წინ?

image
2013 წლის 4 დეკემბერს სუარესი ჯერ კიდევ "ლივერპულში" ასპარეზობდა და სწორედ ამ დღეს ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

საქმე იმაშია, რომ სუარესის ბოლო პრემიერ ლიგური სეზონის პირველ წრეში, 4 დეკემბერს, ურუგვაელმა "ნორვიჩს" პოკერი შეუსრულა ულამაზესი გოლებით. ამ დღეს ლუის სუარესი გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ერთი კლუბის წინააღმდეგ 3 მატჩში ჰქონდა 3 ან მეტი გოლი გატანილი.

ურუგველმა პირველი ჰეთ ტრიკი "ნორვიჩს" 2012 წლის 28 აპრილს შეუსრულა, მეორე კი - იმავე წლის 29 სექტემბერს. პოკერი კი, როგორც უკვე ვახსენეთ, 2013 წლის 4 დეკემბერს. "ნორვიჩის" კარში სუარესს ჯამში 12 გოლი აქვს გატანილი.

სწორედ 2013-2014 წლების სეზონი გამოდგა სუარესისთვის ბოლო ლივერპულში. 2014 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი ურუგვეული "ბარსელონაში" გადაბარგდა.

"ლივერპულის" მაისურით ურუგველის ანგარიშზე 133 მატჩში 82 გოლი და 53 საგოლე გადაცემაა.
шаблоны для dle 11.2


კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:დემბელე, უმტიტი, ალბა,
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image