სკანდალი - "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი თანაგუნდელებს რასიზმში ადანაშაულებს

image
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ემანუელ პეტი ყოფილ თანაგუნდელებს რასიზმში ადანაშაულებს. მან საკმაოდ სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა RMC Radio-სთან. ემანუელი კატალონიურ გრანდში 2000 წელს გადაბარგდა "არსენალიდან".

"ალბათ მაშინ "იუნაიტედში" უნდა გადავსულიყავი, შანსი მქონდა ოლდ ტრაფორტზე მეასპარეზა როი კინის, პოლ სქოულზის, რაიან გიგზის, დევიდ ბექჰემისა და სხვების გვერდით. "ბარსელონაში" ძალიან მძიმე დროს ჩავედი, გასახდელ ოთახში კატალონიელ და ჰოლანდიელ ფეხბურთელებს შორის ნამდვილი ომი იყო. მწვრთნელი კი ისეთი გვყავდა, რომ არ ჰქონდა საკმარისი ძალა და ქარიზმა ემართა გუნდი. პოლიტიკა და ნაციონალიზმი გუნდში ძალიან დიდი იყო. თავიდან ბედნიერი ვიყავი "ბარსელონას" რომ შევუერთდი, უბრალოდ მსურდა, რომ მხოლოდ ფეხბურთზე გამეკეთებინა კონცენტრირება. ყოველდღე ისეთ რაღაცებთან მქონდა კავშირი, რაც ნამდვილად არ მსურდა. როცა აქ ჩამოვედი, ყველა მეუბნებოდა, რომ არც კი მეცადა ესპანურის სწავლა, მხოლოდ - კატალონიური. მეგონა, რომ ესპანეთში ვიყავი, მაგრამ მათ მკაცრად განმიცხადეს, რომ მე კატალონიაში ვიყავი. ამან შემშალა, მესმის, ისინი ხაზს უსვამდნენ საკუთარ იდენტობას, მაგრამ როცა ეს გადაზადმეტებულია, ეს უკვე რასიზმთან ძალიან ახლოსაა. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთზე და არა რელიგიაზე ან პოლიტიკაზე. მსურდა წავსულიყავი, ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, როდესაც "ბარსელონაში" გადმოვედი", - განაცხადა პეტიმ.


პირველივე სეზონის ბოლოს პეტიმ კლუბი დატოვა. 2000-იანი წლების დასაწყისიდან დღის წესრიგში ავტონომიის სტატუსის შეცვლა დგება. კატალონიელი პარლამენტარები მადრიდისგან კატალონიელების, როგორც ერად აღიარებას და რეგიონში კატალონიური ენის პირველ ოფიციალურ ენად გამოცხადებას ითხოვდნენ.шаблоны для dle 11.2


კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:დემბელე, უმტიტი, ალბა,
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image