10 თვის და 3 კვირის წინ
ლევანდოვსკი "ბარსას" სამიზნის დარწმუნებას ცდილობს
ლევანდოვსკი "ბარსას" სამიზნის დარწმუნებას ცდილობს

რობერტ ლევანდოვსკიმ ილქაი გიუნდოგანის "ბარსელონაში" გადაბარგებაში დარწმუნება სცადა, - იტყობინება Mundo Deportivo.

გერმანელი ნახევარმცველის ტრანსფერის განხორციელება კლუბის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარეა რთული.

"ლურჯ-ბროწეულისფერნი" ილქაის გადაბირებაზე უკვე დიდი ხანია მუშაობენ, თუმცა "მანჩესტერ სიტის" მისი შენარჩუნება უნდა.

ამას ადასტურებს ფაბრიციო რომანოც.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის შუახაზელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება.

მიმდინარე სეზონში გიუნდოგანის ანგარიშზე 7 გოლი და 5 ასისტია.


Facebook კომენტარები