"არ ვიცი, ვარი დღეს იყო თუ არა" - კუმანის პირველი კომენტარი მარცხის შემდეგ

"არ ვიცი, ვარი დღეს იყო თუ არა" - კუმანის პირველი კომენტარი მარცხის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა "ხეტაფესთან" მარცხის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

"გრიზმანი? ბევრჯერ მითქვამს, რომ შეტევაში დიდი ტალანტია თავმოყრილი, ამიტომ ერთ ფეხბურთელს მრავალ პოზიციაზე შეუძლია თამაში. დღეს ანტუანი ცხრიანად გავამწესეთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ცვლილებები მოხდეს.

ბორდალასს ვუთხარი, რომ ნიომმა შეურაცხყოფა მომაყენა. მან ორ-სამჯერ ძალიან ცუდი სიტყვები მითხრა, ამიტომ ბორდალასს თავის მოთამაშესთან გასაუბრებისკენ მოვუწოდე.

მეტოქე ძალიან ბევრჯერ დაჯარიმდა, რის გამოც რითმს ფეხი ვერ ავუწყვეთ.

არ ვიცი, ვარი დღეს საერთოდ იყო თუ არა.

პედრი ძალიან კარგი იყო და მან გვაჩვენა, რომ "ბლაუგრანაში" თამაშის დონეს აკმაყოფილებს. კოუტინიო ცოტა გადაღლილი იყო, ამიტომ მას დასვენების საშუალება მივეცით." - თქვა კუმანმა.

1 თვის წინ
1244 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ Mybarca.ge-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 5
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ